ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი შეადგენს 619,7 კმ2-ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია, ვრცელდება 200 მეტრიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
- მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა და 12 სოფელი. დედაქალაქიდან დაშორებულია 317 კმ-ით, 37 კმ-ის მანძილზე მდებარეობს ქ. სენაკის აეროპორტი, 80 კილომეტრის მანძილზე ქ. ფოთის საზღვაო პორტი, 37 კილომეტრი მანძილზე ქ. ზუგდიდის რკინიგზის სადგური.
- ჩხოროწყუს მუნიდიპალიტეტი საინტერესოა, როგორც ტურისტული ლოკაცია. აქ მდებარეობს ისეთი ტურისტული ლოკაციები ,როგორიცაა: ლუგელას ხეობა, წმინდა გიორგის მონასტერი ს. თაიაში, შურუბუმუს მღვიმე ს. მუხურში. მდ. ხობისწყალი. სოფ. მუხური ცნობილია მუხურის ფუტკრით. ს. ახუთში მდებარეობს კუხალაშვილების ოდა, რომელიც 2006 წლიდან ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.
- ადმინისტრაციული ცენტრი: დაბა ჩხოროწყუ
ფართობი - 619,4 კმ2;
კლიმატი - ნოტიო-სუბტროპიკული;
დაბა - 1;
სოფელი - 12;
მანძილი თბილისამდე - 317 კმ;
მანძილი ზუგდიდამდე - 27 კმ;
უახლოესი პორტი - ქალაქი ფოთი - 80 კმ;
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქი სენაკი - 37 კმ;
უახლოესი აეროპორტი - ქალაქი სენაკი - 37 კმ;
დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობა - 5200;
სოფლის მოსახლეობა - 27462;
მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) - 33,931;
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
- ქართველი - 99,4%;
- რუსი - 0,4%;
- უკრაინელი - 0,1%;
- აფხაზი - 0,1%.
ოფიციალური ვებსაიტი http://www.chkhorotsku.gov.ge/