EN

ისტორიულ „აბრეშუმის გზაზე“ ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია საერთაშორისო ბაზრებზე.

 

საქართველოს ლიბერალური ვაჭრობის რეჟიმები ინვესტორებს აძლევს ხელსაყრელ შესაძლებლობას,
მიიღონ წვდომა არა მხოლოდ ქვეყნის 3,7 მილიონიანიან, არამედ უფრო ფართო რეგიონის ბაზრებზე,
რასაც განაპირობებს საბაჟო და იმპორტის ტარიფების არარსებობა. დღემდე, საქართველომ
გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები დსთ-ს ქვეყნებთან, რომლებიც მოიცავს
უკრაინას, ბელორუსიას, მოლდოვას, ყაზახეთს, ყირგიზეთს,
ტაჯიკეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს, ასევე მის მეზობლებს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და
სომხეთს.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება (“AA”) ხელმოწერილი და რატიფიცირებულია 2014
წელს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით (“DCFTA”).
გარდა ამისა, 2016 წლის 27 ივნისს საქართველომ გააფორმა FTA EFTA-ს ქვეყნებთან, რაც ქართულ
პროდუქტს უბაჟო წვდომას ანიჭებს ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ბაზრებზე.
საქართველოს ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის რესპუბლიკასთან
(მათ შორის ჰონგ კონგთან).
საქართველოსთვის შეღავათიანი ზოგადი სქემები შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და იაპონიასთანაც
იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც საქართველოდან ექსპორტირებულ 3400 საქონელზე ტარიფები შემცირდა.
გარდა ამისა, საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრი 2000 წლიდან.
სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით, ყველა უცხოელი მოგზაური საქართველოში სარგებლობს
ხელმისაწვდომ და სერვისზე ორიენტირებული საბაჟო პოლიტიკითა და ადმინისტრაციული პროტოკოლით.
თითქმის არ არსებობს საბაჟო გადასახადი, საქონლის 90% გათავისუფლებულია იმპორტის ტარიფებისგან,
რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე. განბაჟების საშუალო დრო ამჟამად დაახლოებით
15 წუთია - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური დსთ-ში.