EN

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა  - არის პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელიც  წარმოადგენს დინამიურად განვითარებად რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბს. ფოთის თიზ-ი  ერთადერთი თავისუფალი ზონაა ქვეყანაში, რომელშიც საქართველოს მთავრობა ფლობს ნომინალურ წილს.
  • ფოთის თიზ-ის სტრატეგიული მდებარეობა, რაც გამოიხატება ფოთის პორტთან სიახლოვით, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომით  და ამასთანავე უძველესი აბრაშუმის გზის დამაკავშირებელ დერეფანზე მდებარეობით, ფოთის თიზ-ს  ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას იყოს საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელი  ჰაბი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონში ტვირთების სწრაფ მოძრაობას.
  • ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით   თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის  იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს; კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელსაც აწვდიან  საქართველოს, დსთ-ს რეგიონისა და  საერთაშორისო ბაზრებს.
  • მწარმოებელი კომპანიები სარგებლობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც საშუალებას აძლევთ ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული  სერტიფიკატები სხვადასხვა ბაზრებისთვის, მათ შორის EURO1 და ST1.
  • ჩვენ გთავაზობთ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას, ლიცენზიებს - ბიზნეს სექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარას ხანგრძლივვადიანი პერიოდით,  თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და უწყვეტ რეჟიმში საბაჟოს მომსახურეობებს 24/7. ფოთის თიზ-ის გუნდი მუდმივად ახორციელებს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც მიმართულია ფოთის თიზ-ის მაშტაბური რეგიონალური სავაჭრო და საწარმოო ჰაბად  ჩამოყალიბებისკენ.

 

დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 2485485

ელ-ფოსტა: info@potifreezone.ge

ვებ-გვერდი: www.potifreezone.ge