EN

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი

დაარსების წელი - 1978;
სექტორი - ტურიზმი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.

მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.

ენგურის თაღოვანი კაშხალი მდებარეობს:

​ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 414 კმ

  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან -  180 კმ

  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან -125 კმ

მისამართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი
საკონტატო პირი

ტელეფონი: +995 599 44 17 40

Web page: www.enguridam.ge/