12-16 ნოემბერს თბილისში „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023“ გაიმართა
12-16 ნოემბერს თბილისში „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში თბილისს გალფის ქვეყნებიდან 50 კაციანი ინვესტორთა ჯგუფი ეწვია, რომლებიც ადგილზე გაეცნენ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ გაბელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. მათ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია.
ორდღიანი ღონისძიება და ითვალისწინებდა როგორც კონფერენციას, ასევე B2B შეხვედრებსა და ვორქშოპებს. „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023“-ის
ორგანიზატორია კომპანია „პრო ვიჟენი“, რომელიც საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად წლებია სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. ფორუმი პირველად გასული წლის ნოემბერში ჩატარდა და მაშინ საქართველოს 40 ვლოგერი და 10 საინვესტიციო კომპანია ეწვია.