EN

მესტიის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ზოგადი მახასიათებლები

მოსახლეობის რაოდენობა 10 960 

ქალი - 49,9% კაცი - 50,1% ახალგაზრდები - 35 %

შინამეურნეობების რაოდენობა - 2 941 სამუშაო ძალა (15-დან 65 წლამდე) - 5 892

ფართობი - 304,500 ჰა

გეოგრაფია და კლიმატი

მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1 500 მ-ზე;

დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო ჰავა;

გამოიყოფა 5 კლიმატური ზონა: ყველაზე დაბალი - ზღვის დონიდან 500-900 მ სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიისთვის, ყველაზე მაღალი - 3 000 - 5 000 მ-ზე მდებარე ტერიტორიებისთვის;

საშუალო წლიური ტემპერატურა - +5,7C, 0 ყველაზე ცივი იანვრის თვის საშუალო - 6,5C, ყველაზე ცხელი ივლისის თვის 0 საშუალო +16,5C-ია;

დამახასიათებელია ხანმოკლე და გრილი ზაფხული, ზამთარი 6 თვე გრძელდება და თოვლის საფარი 2-2,5 მ-მდე აღწევს.

 

ადგილმდებარეობა და ბაზარზე წვდომა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი საავტომობილო მაგისტრალი

დედაქალაქი - 477 კმ.

დაბა მესტიაში მოქმედი თამარ მეფის სახელობის აეროპორტი

რკინიგზა - ზუგდიდი 138 კმ. შესაძლებელია როგორც მგზავრთა გადაყვანა ასევე სატვირთო გადაზიდვები;

დაშრება დიდ ქალაქებამდე: ზუგდიდი -138კმ, ქუთაისი - 221კმ, ბათუმი - 266 კმ;

პორტი - ფოთი  226კმ

მუნიციპალიტეტში არის 2 სამთო-სათხილამურო კურორტი, დაბის ცენტრიდან მხოლოდ 8 კმ.-ითა და 15კმ.-ით დაშორებული

 

მესტიის ტურისტული პოტენციალი

უწყვეტი ტურისტული სეზონი და მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები;

აგრო ტურიზმის განვითარების აუთვისებელი პოტენციალი;

პანორამული გადასახედები და უნიკალური ბუნება; ბუნების ძეგლების სიუხვე: ტბები, ჩანჩქერები, მყინვარები და სხვა.

ფუნქციონირებს „ჰაწვალისა“ და „თეთნულდის“ სამთო სათხილამურო კურორტები;

ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე ტრასა.

გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიუხვითა და განსხვავებულობით; ტაძრები, სვანური კოშკები, სვანური სახლის კომპლექსები, მუზეუმი ღია ცის ქვეშ (უშგული), სახლ-მუზეუმები და სხვა.

ბალნეოლოგიური-რეკრეაციული ტურიზმი მუნიციპალიტეტის მდებარეობა იძლევა ტურისტულ სარეკრეაციო პარკების მოწყობისა და განვითარების უნიკალურ გარემოს;

მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ხელს უწყობს ახალი საკურორტო ზონების შექმნას;

მჟავე წყლების ბაზა მუნიციპალიტეტში ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.

მოწყობილია 25-მდე საფეხმავლო ბილიკი;

 

ოფიციალური ვებსაიტი http://mestia.gov.ge/