ბიზნეს სექტორი
ბიზნეს სექტორი
- რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს: მისი სტრატეგიული მდებარეობა და განსაკუთრებული სატრანზიტო ფუნქცია - მის ტერიტორიაზე ერთის მხრივ, ევროპისა და აზიის ქვეყნების, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დამაკავშირებელი ფოთის პორტის არსებობა. უკანასკნელ წლებში, რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა საბანკო სექტორი. ყველა თვითმმართველ ერთეულში ფუნქციონირებს კომერციული ბანკების ფილიალები და მომსახურების ცენტრები. გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობაც. რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე აუდიტორული ფირმა, ხოლო ზუგდიდსა და ფოთში ფუნქციონირებს ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიის ფილიალი.
- უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული ცალკეული წარმოებების (მაგ. თხილის წარმოება და გადამუშავება ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად და განუხრელად იზრდება) განვითარების კუთხით. განვითარების ტენდენციები შეიმჩნევა მომსახურების სფეროშიც, შედარებით მოწესრიგდა სავაჭრო ობიექტები და სხვ.