EN

ენერგეტიკა

  • წყლის რესურსები და ენერგეტიკული პოტენციალი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ხასიათდება წყლის რესურსების სიუხვით. რეგიონში რეგისტრირებულია 2400 დიდი და პატარა მდინარე. ყველაზე გრძელი მდინარეებია: ენგური (213 კმ), ხობისწყალი (150 კმ), ტეხური (101 კმ) და აბაშისწყალი (66 კმ).
  • მიწისქვეშა წყლების რაოდენობა შეადგენს რეგიონის მთლიანი წყლის რესურსების 25%-ს. რეგიონი მდიდარია ტბებითა და მინერალური და თერმული წყლებით (რეგიონში არის 13 ტბა დაახლოებით 65 კმ2 საერთო ფართობით). ამ რაიონში მდებარეობს ჯვრის წყალსაცავი 13,5 კმ2 ფართობით.
  • ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იწარმოება და შესაბამისად რეგიონს, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყანაში. რეგიონს აქვს ძალიან ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ციცაბო მთიანი რელიეფისა და ნალექების დიდი რაოდენობის გამო, სამეგრელოში მდინარეები ელექტროენერგიის კარგი წყაროა.
  • ამ მდინარეების ჯამური ჰიდროენერგეტიკული რესურსი შეადგენს 3,3 მილიარდ კილოვატს, ანუ საქართველოს მთლიანი პოტენციური ჰიდროენერგეტიკული რესურსების 13%-ს. რეგიონში ჰიდროენერგეტიკული რესურსების სიმრავლე იძლევა მრავალი მცირე ჰიდროენერგეტიკული პროექტის (ჰესების) მშენებლობის საშუალებას.