სოფლის მეურნეობა
- სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. სამეგრელო-ზემო სვანეთი ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფით - დიდი შეფარდებითი სიმაღლეებითა და ღრმა ხეობებით (სამეგრელოს ჩრდილოეთი, ზემო სვანეთი) და გაშლილი ვაკით (რეგიონის სამხრეთი ნაწილი მდ. ენგურსა და მდ. ცხენისწყალს შორის). რეგიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო, მისი ნიადაგური საფარი საკმაოდ ჭრელია და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებით არის
- წარმოდგენილი. რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი შეადგენს 268 ათას ჰა-ს. სოფლის კომლების აბსოლუტურ
უმრავლესობას საკუთრებაში 1,25 ჰა-ზე ნაკლები სავარგული აქვს. რეგიონის მდებარეობა განაპირობებს როგორც სამელიორაციო, ისე სარწყავი სისტემების საჭიროებას. აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე მიწების ფართობი შეადგენს 14,6 ათას ჰექტარს, საიდანაც რეაბილიტაციას 14 ათასი ჰა საჭიროებს. 1,9 ჰა მიწაა სარეაბილიტაციო ხობის, ხოლო 4,5 ათასი ჰა მიწა - სენაკის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ურწყავი მიწების ფართობი 3 ათას ჰა-ს შეადგენს. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. აუთვისებელი ფართობები სულ შეადგენს 14,8 ათას ჰა-ს - მთლიანი სავარგულების 5,5%-ს. აქედან, დეგრადირებულია 5000 ჰა-ზე მეტი გაველურებული ჩაისა და ტუნგოს ფართობები. სახელმწიფო და დეგრადირებული სავარგულების ათვისება რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.
სახელმწიფო პროგრამები სოფლის მეურეობაში
„დანერგე მომავალი“
პროგრამის მიზანი:
პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით, გააშენონ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის მიზანია დაბალი აქტივობის ცალკეულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაცია და ვერ ხდება მიწის ნაკვეთების გაერთიანება, საკარმიდამო კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებზე კენკროვანი კულტურების ეფექტური წარმოება.
2015-2021 წლებში დანერგე მომავლის პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 197 განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 997 ჰა-ს. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 9,212,302 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის სანერგე მეურნეობების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 3 სანერგე მეურნეობის განაცხადი. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 960,157 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 358 განაცხადი. გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 155 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 5,875,337 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 7 განაცხადი. ფართობი შეადგენს 88 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 220,110 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 12 განაცხადი. ფართობი შეადგენს 84 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 161,134 ლარი.
აგროდაზღვევის პროგრამა
პროგრამის მიზანი:
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.
2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 8,814 პოლისი. დაზღვეულ იქნა 35,765,334 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 6,636 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 1,725,858 ლარი. 2014-2020 წლებში 31.12.2020-ის მდგომარეობით ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა - 1,128,546 ლარი.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამმუშავებელ და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით.
2014-2021 წლებში გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 13 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 19,150,919 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7,028,844 ლარი. შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 2 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 1,432,039 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 629,775 ლარი.
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამის მიზანი:
პროგრამა მიზნად ისახავს პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობას; მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობას; საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
2016-2020 წლებში პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 65 ხელშეკრულება, ჯამური ინვესტიციით 4,482,054 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 1,754,613 ლარს; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტში გაფორმებულია 1 ხელშეკრულება, ჯამური ინვესტიციით 487,365 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 194,946 ლარს.
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - "ახალგაზრდა მეწარმე"
პროგრამის მიზანი:
პროგრამა ითვალისწინებს ახალი ბიზნესის დასაწყებად პოტენციური ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომელსაც გააჩნია სამი ეტაპი:
- თანადაფინანსების მიღებამდე ტექნიკური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი: სამინისტრო);
- თანადაფინანსება - ფინანსური დახმარება (განმახორციელებლი სუბიექტი: სააგენტო);
- თანადაფინანსების შემდგომი ტექნიკური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი: სამინისტრო).
თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ფოთი, ქ. ბათუმი.
2018-2020 წლებში გაფორმდა 7 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 759,169 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 303,668 ლარი.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“
პროგრამის მიზანი:
პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზდება .
2016-2021 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 16 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 493 ჰა-ს. ჯამური ღირებულება შეადგენს 1,233,396 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 821,602 ლარს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამის მიზანი:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლო-სამურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2019-2021 წლებში მდგომარეობით გაფორმდა 2 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 54,150 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 27,075 ლარი.
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბ) დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა; გ) ღია გრუნტში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმართველი ქალაქებისა.
2020 წელს გაფორმდა 31 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 1,661,071 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 864,765 ლარი.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (DIMMA)
პროგრამის მიზანი:
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
2020 წელს გაფორმდა 73 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 3,037,546 ლარი, საიდანაც
სოფლის განვითარების პროგრამა
პროგრამის მიზანი:
პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით.
პროგრამის მიზანია: სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
2020-2021 წლებში გაფორმდა 1 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 20,000 ლარი,
ახალი და გაფართოებული საწარმოები
2020წლის მდგომარეობით გაიხსნა 30 ახალი საწარმო და გაფართოვდა 55 საწარმო.
30 ახალი საწარმო (14 - შეღავათიანი აგროკრედიტის, 1 - აწარმოე საქართველოს, 15 - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში).
სურსათის უვნებლობა
აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სასწავლო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების კვების ბლოკების, სასაკლაოების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოების, საზოგადოებრივი კვებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი.